გულის გადასაყოლებელი

გვიმტკიცებენ, რომ ეს ნორმაა, ამას თქვენი შვილები უყურებენ – ვიდეო

სოც.ქსელის მომხმარებელი ლევან ჩიკვაიძე გადაცემა “ნიჭიერი”-ს ერთ-ერთ გამომსვლელზე მოსაზრებას საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს.

“ეს ნიჭიერის მონაწილე, ლუკა კალოა იტალიიდან. ტრაკიც აათამაშა, ქუსლებზეც შედგა და ჟიურისაც პირი დააღებინა, მეტიც, კულისების წამყვანები, ვანიკო და გიორგიც კი აიყოლა და მათაც ქუსლები ჩააცვა.

დიახ, ამას უყურებს მომავალი თაობა, ის პატარები, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას და რომელთათვისაც ტელევიზია აღმზრდელობით ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

ძალიან ადვილია პატარაზე მანიპულირება და მისთვის ტვინის გამორეცხვა, რასაც ასწავლი, იმას ისწავლის.

დღეს თქვენმა პატარებმა ნახეს, რომ ნორმაა, როცა მამაკაცი ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დგას და ტრაკს უქნევს აუდიტორიას, ამას უყურებენ თქვენი შვილები და სწავლობენ იმას, რასაც მასა ტაშს უკრავს.

ხვალ თქვენი შვილი ჩათვლის, რომ ეს ჩვეულებრივი ქცევაა, როცა მამრობითი სქესი მაღალქუსლიანებზე და ელასტიკებით დატანატალებს და  საჯდომს აქნევს.

ჩათვლის, რადგან მას ტაში დაუკრეს, ბრავო ეძახეს, პირი დააღეს, გაოცნდნენ…არავინ ამბობს, რომ რაიმეს აკრძალვით ჩვენი შვილები იმას არ გააკეთებენ, რაც სურთ, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს…. ვაცადოთ ბავშვებს ბავშვობა დაე საკუთარი არჩევანი თავად გააკეთონ, ჩვენ კი ვეცადოთ, სანამ თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, მხოლოდ კარგი ვასწავლოთ, ჩავუნერგოთ”– წერს ლევან ჩიკვაიძე.


მულტიპორტალი Radio24.ge
კონტაქტი

radio@radio24.ge