გულის გადასაყოლებელი

უსახლკარო და გაყინული ბიჭი – ექსპერიმენტი ნიუ-იორკში (ვიდეო)

ეს ექსპერიმენტი 2015 წელს ჩატარდა ნიუ-იორკის ცენტრალურ ქუჩაზე. მისი ავტორები დაინტერესდნენ  ქუჩაში გამვლელების რეაქციაზე, როდესაც ხედავდნენ უსახლკარო და მშიერ ბიჭს მინუს 5 გრადუს ყინვაში, რომელსაც ძალიან სცივა და დახმარებას ითხოვს.

ექსპეტიმენტი 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა და არცერთი გამვლელი არ დაინტერესებულა პატარა ბიჭის მდგომარეობით, მხოლოდ უსახლკარო კაცი მივიდა მასთან, რომელმაც საკუთარი  ქურთუკი ჩააცვა, გაათბო და საკვებისთვის მოწყალებდან მიღებული ფული მისცა.

როგორც ამბობენ, სიკეთე არ იკარგება –  ექსპერიმენტის ავტორები, მათივე თქმით შოკში ჩავარდნენ მამაკაცის საქციელით და მადლიერების ნიშნად 1000 დოლარი გადასცეს.

ასეა, მცირე სიკეთეც შესაძლოა ორმაგად დაგიბრუნდეთ!


ვიდეო-წყარო: OCK TV

ტიტრები: Radio24.ge

მულტიპორტალი Radio24.ge
კონტაქტი

radio@radio24.ge