ბოლო ამბავი

სადისტებო შვილი მომიკალით – თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა (ვიდეო)

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

ექიმების განცხადებით კრიზისი დილის 8 საათზე დაიწყო და მეოთხედ გაჩერებული გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა.

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ მას შვილი მოუკლეს და აპარატიდან გამოურთეს. მისი თქმით, ყველას უმკაცრესად დასჯის, ვინც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა.

თემირლან მაჩალიკაშვილი ბოლო დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იყო და იგეგმებოდა მისი გადაყვანა თურქეთის კლინიკაში.

მანამდე პაციენტის მიღებაზე უარი განაცხადა ავსტრიისა და გერმანიის კლინიკებმა.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *