ბოლო ამბავი

მიწიდან ამოვთხრი მაგ ადამიანს – თემირლან მაჩალიკაშვილის მამა (ვიდეო)

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ შვილის დაკრძალვის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელს მაინც იპოვნის და პასუხს აგებინებს.

“„მე სანამ სული მიდგას ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს. მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე იმ ოთახში – მე მოვითხოვ ყველას დასჯას, როგორც მე, ასევე მთელი პანკისის ხეობა. ამ დროისთვის ვენდობი, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.  .

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს და 10 იანვრამდე ის კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგეგმებოდა მისი გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა პაციენტი გარდაიცვალა.


 

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *