ბოლო ამბავი

ბუტა რობაქიძის საქმე – პოლიციელმა ჩვენება შეცვალა, რასაც დაპირისპირება და გინება მოჰყვა (ვიდეო)

ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პროცესი გაიმართა.

პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, გრიგოლ ბაშალეიშვილმა დღევანდელ პროცესზე ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ პატაკში არასწორი ინფორმაციის ჩაწერა მოსთხოვეს, თითქოს რობაქიძისა და მისი მეგობრების მხრიდან ადგილი ჰქონდა სროლას, რა დროსაც პოლიციელებმა საპასუხო სროლა განახორციელეს.

ბაშალეიშვილის ამ აღიარებას სოსო რობაქიძის მხრიდან გინება მოჰყვა, რა დროსაც ის მანდატურებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

დაპირისპირება კი გურამ დონაძესა და რობაქიძის მხარის სხვა წარმომადგენელს შორის გაგრძელდა.


ვიდეომასალა: POSTV

 

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *