ბოლო ამბავი

ოთარ აბესაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ (ვიდეო)

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სოლიდარობა გამოიჩინა ჩემს მიმართ. ასევე მინდა ძალიან დიდი ბოდიში ვუთხრა აბსოლუტურად ყველას შექმნილი ძალიან დიდი უხერხულობისთვის და ამ მდგომარეობისთვის. ყველაფერს ზედმიწევნით ვაპირებ შევასრულო, რაც დამაკისრა სასამართლომ. გაგრძელდება პროცესები და ყველაფერს დააკვირდებით თქვენც. დანარჩენ კითხვებს პასუხს ჩემი უფლებადამცველები გასცემენ, ახლა თუ შეიძლება ჩემს ოჯახთან გამიშვით,” – განაცხადა აბესაძემ.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *