ბოლო ამბავი

“აი იქ უნდა ჩასვა ეს ადამიანები, სადაც ცეცხლია და მაინტერესებს რას იტყვიან” – ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად რუსეთის ავიაციის არგამოყენებას დიდ შეცდომად აფასებს.

მისი თქმით,  რუსული დახმარება რომ მიეღო საქართველოს, გაცილებით ნაკლები ზიანი მიადგებოდა ქვეყანას.  ნინო ბურჯანაძე ასევე იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც ამბობს, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს რუსული დახმარება.

“ამ ადამიანების სახლს რომ გაუჩნდეს ცეცხლი, არ ჩააქრობიონებენ რუს მეხანძრეს? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საკუთარ სახლებზე არ დაიწყებენ იმის გარჩევას რუსი აქრობს თუ ავსტრალიელი, მაგრამ საკუთარი სახლივით არ სტკივათ მათ არც აბასთუმანი და არც ბორჯომი. 

აი იქ უნდა ასვა ეს ადამიანები, სადაც ცეცხლია, ოღონდ არ უნდა დაწვა რა თქმა უნდა და ძალიან მაინტერესებს, ახლოს რომ მივა მათთან ცეცხლი და ჰკითხო, რუსმა ჩააქროს თუ არაო, რას იტყვიან, არა დავიწვები, ნუ ჩაააქრობს რუსიო? დაველოდოთ ამერიკელი როდის მოვაო?” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “TV პირველი”-ს ეთერში.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *