ბოლო ამბავი

16 წელი გიორგი სანაიას მკვლელობიდან

“გიორგი სანაია დაიღუპა” –  16 წლის წინ, 2001 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეკრანზე მაყურებელმა ეს წარწერა იხილა, რამაც საზოგადოება  შოკში ჩააგდო.

ჟურნალისტი მეტრო ღრმაღელეს ტერიტორიაზე მდებარე  ბინაში მოკლული ნახეს.

თავიდანვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ის პოლიტიკური მოტივით და შეკვეთით მოკლეს, თუმცა გამოძიებამ სხვა ვერსია დადო, რომლის მიხედვით სანაია პირადი კონფლიქტის და ძარცვის ნიადაგზე იქნა მოკლული.

მკვლელობის ბრალდებით დააკავეს გრიგოლ ხურცილავა ზედმეტსახელად “გრიცკო” და  2003 წლის 9 ივლისს, სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გრიგოლ ხურცილავა უკვე თავისუფალია, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ამტკიცებენ, რომ სანაია სულ სხვა ადამიანმა მოკლა და ის არა პირადი კონფლიქტის ან ძარცვის მიზნით, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის მოკლეს.

 

 

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *