პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით 12 აგვისტოს გადაიყვანეს სავადმყოფოში და სამი თვის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 6 ნოემბერს, პოეტი 86 წლის ასაკში გარდაიცავალა.
ფოტო: imedi – ნატალია ქაჯაია