ბუნებრივი აირის ნამწვით ვარკეთილში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა ვარკეთილი 3-ში მოხდა. 19 წლის გოგონა ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. სასწრაფო დახმარებას გოგონა საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. აწგარდაცვლილი უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა.