თბილისის მერის ინფორმაციით, კომპანია სითი პარკთან კონტრაქტი უქმდება, რადგან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მან არ გაითვალისწინა მოქალაქეების ინტერესები, რის გამოც მათთან ხელშეკრულება აპრილიდან შეწყდება. ამ საკითხზე თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მერის განცხადებით, ახალი კომპანიის შემოსვლამდე პარკინგის მაკონტროლებლის ფუნქციას დროებით თბილისის სატრასპორტო კომპანია შეასრულებს.