თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია “პეგასუს ეარლაინსი”-ს კუთვნილ თვითმფრინავში 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით მიზეზი გულის შეტევა გახდა. მგზავრების განცხადებით თვითმფრინავში არ მუშაობდა ჟანგბადის ბალიშები, რის გამოც დახმარების აღმოჩენა დროულად ვერ მოხერხდა. მომხდარის გამო ინციდენტი მოხდა მგზავრებსა და კომპანიის წარმომადგენლობას შორის.