შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო დღეებში მარნეულსა და ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 7 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს.
ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებები: ე.წ სინთეთიკური ნარკოტიკის MDMA-ს შემცველი ექსტაზის 393 აბი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, მათგან ამოღებულია 12 აბი სუბუტექსი და 4 კაფსულა მეტადონი.

ბოლო 4 თვეში ჩატარებული სპეციალური ოპერაციების შედეგად ამოღებულია: 8 კგ ჰეროინი, 1კგ-ზე მეტი კოკაინი , 318 გრამი ახალი ფსიქოტროპული და ფსიქოატიური ნივთიერება, მათ შორის ბუპრენორფინის შემცველი 3456 აბი, ასევე 1,5 კგ სინთეთიკური ნარკოტიკი MDMA- ემ დი ემ ეი და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.