მცხეთის რაიონის სოფელ ერედაში მცხოვრებ პირმისაშვილების ოჯახს პურის ფულის საშუალება არ აქვს, რის გამოც ხშირად მშივრები არიან.

“ობიექტივი”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში ოჯახის პატარა წევრები მათი გაჭირვების შესახებ საუბრობენ.

დედა თურქეთში ჰყავთ, თუმცა, როგორც ბებია ამბობს, ფულს ვერ გზავნის, რის გამოც უკიდურესად უჭირთ. სოციალური დახმარება კი მოუხსნეს და ამის მიზეზად მათ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები დაასახელეს, რომელსაც ვერ ამუშავებს, რადგან, მისი თქმით ცალ თვალში მხედველობის პრობლემა აქვს.

ლუკას და ანუკის ოცნებაა, რომ დედა გვერდით ჰყავდეთ, ნორმალურ პირობებში იცხოვრონ და პური არ ენატრებოდეთ.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მედიაკავშირ “ობიექტივი”-ს  ფონდს ტელეფონზე  577588998 ან მიაკითხოთ მისამართზე,  ა. სობჩაკის ქ. # 3